ავტორიზაცია

როდის გაირკვევა კრისტიან ერიქსენის მომავალი ინტერში საბოლოოდ?

როდის გაირკვევა კრისტიან ერიქსენის მომავალი ინტერში საბოლოოდ?
თარიღი 28 Jul 2021, 23:40

„ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, გუნდის განკარგულებაში მომდევნო კვირაში დაბრუნდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ინტერში“ დაბრუნების შემდეგ, დანიელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომელიც დაადგენს, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენი სერია ა-ს მატჩებში მონაწილეობას იქამდე ვერ მიიღებს, სანამ მისი გულიდან დეფიბრილატორის მოხსნის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მისი სიცოცხლისთვის სარისკო იყოს.

აღნიშნული ინფორმაცია დეფიბრილატორის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაადასტურა. 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ევრო 2020-ს მატჩში დანია - ფინეთი ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმები მის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კრისტიანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც გულში სპეციალური აპარატის ჩადგმა დასჭირდა.