"ხვიჩა კვარაცხელია რუბინიდან ამ ზაფხულშივე უნდა წავიდეს!" - გია გრიგალავა

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გია გრიგალავამ რუსულ გამოცემა Sport24.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა კვერკველიაზეც ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა მასთან ტრანსფერის საკითხზე არ მისაუბრია, თუმცა ჩემი აზრი ასეთია: იგი რუბინიდან ამ ზაფხულშივე უნდა წავიდეს. რაც მალე, უკეთესი! კვარა ევროპული გუნდებისთვის სრულად მზადაა," - განაცხადა გია გრიგალავამ.
საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველისთვის რთული დასაჯერებელია, თუ რატომ წარიმართა სოლომონ კვერკველიას კარიერა ასე ცუდად. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ 3 წლის წინ ქართველი მცველი ლესტერს უნდოდა, ახლა კი უგუნდოდაა.
"სიმართლე გითხრათ, ვერ ვიჯერებ, რომ კვერკველიას კარიერა ასე ჩამოყალიბდა. მჯერა, ახალ კლუბში თავს იპოვის! 100-ჯერ უარესი ფეხბურთელები არიან გუნდებში და ის როგორ ვერ იპოვის?" - ციტირებს Sport24.ru გია გრიგალავს სიტყვებს.