ავტორიზაცია

ლაუტარო მარტინესი არსენალში არ გადავა

ლაუტარო მარტინესი არსენალში არ გადავა
თარიღი 29 ივლ 2021, 20:26

„ინტერის“ ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი, „არსენალში“ არ გადავა.

ამის შესახებ ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „არსენალი“ არგენტინელი სტრაიკერით დაინტერესებულია და „ინტერს“ ოფიციალურადაც მიმართა.

„პატივცემულო „არსენალის“ გულშემატკივრებო. არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ლაუტარო მარტინესი ახლა თქვენს კლუბში აღმოჩნდება, ან რომ „ინტერი“ ექტორ ბელერინის მის ტრანსფერში ჩართვას დათანხმდება. ნუ იჯერებთ ამას.“ - წერს პალმერი.