ავტორიზაცია

"ბოდიში ასეთი მარცხისთვის", - ცხადაძე 5:1 წაგების შემდეგ

"ბოდიში ასეთი მარცხისთვის", - ცხადაძე 5:1 წაგების შემდეგ
თარიღი 29 ივლ 2021, 23:57

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" "მაკაბისთან" 5:1 განადგურდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი დინამოელთა თავკაცმა კახა ცხადაძემ გააკეთა.

"თამაშის შეფასება რთულია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს ამ მარცხისთვის.

პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და მეორე ტაიმში დავისაჯეთ.

ფაქტია, ჯერ დინამო ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, რაზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ", - თქვა ცხადაძემ.