ავტორიზაცია

"გაგვიმართლა და მოვიგეთ! რატომ? ძლიერებს უმართლებთ" - გეგუჩაძე მატჩის შემდეგ

"გაგვიმართლა და მოვიგეთ! რატომ? ძლიერებს უმართლებთ" - გეგუჩაძე მატჩის შემდეგ
თარიღი 30 ივლ 2021, 00:04

კონფერენს ლიგის მე-2 ტურში ბატესთან(1-4) გამარჯვების შემდეგ ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამდვილად იყო. ასე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩემი ფეხბურთელები გავამხნევე, მაგრამ ისედაც ძალიან მოტივირებულები იყვნენ.

მე არასდროს მითქვამს, რომ ბატე ძლიერი გუნდი არ არის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით. გაგვიმართლა თუ არა იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი დაინიშნა? ძლიერებს უმართლებთ... ისევე, როგორც ბათუმში, აქ თამაშიც სასიამოვნო იყო. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს" - განაცხადა გია გეგუჩაძემ.

ბათუმის დინამო მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ სივასპორს შეხვდება. პირველი შეხვედრა 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება.