ავტორიზაცია

[VIDEO] როგორ დახვდნენ გულშემატკივრები ბათუმის დინამოს აეროპორტში?

თარიღი 30 ივლ 2021, 11:45

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის დინამომ ორი მატჩის ჯამში ბელარუსის ვიცე-ჩემპიონი ბატე 4-2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ აჭარლები საქართველოში ეგრევე დაბრუნდნენ. გამთენიისას, გია გეგუჩაძის გუნდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.

დროის მიუხედავად, ბათუმის დინამოს ერთგული გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.