ავტორიზაცია

რაფაელ ვარანი რეალს გამოსამშვიდობებელი წერილით დაემშვიდობა

რაფაელ ვარანი რეალს გამოსამშვიდობებელი წერილით დაემშვიდობა
თარიღი 30 ივლ 2021, 19:30

მადრიდის „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასულმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, თავის აწ უკვე ყოფილ კლუბს მიმართა, რომელშიც მან 10 წელი გაატარა.

„ბოლო რამდენიმე დღე გადატვირთული იყო უამრავი ემოციებითა და გრძნობებით, რომელიც მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. „რეალში“ 10 შესანიშნავი წელი გავატარე და ეს კლუბი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება. თუმცა, ახლა დადგა დრო დაგემშვიდობოთ.

2011 წელს აქ მოსვლის დღიდან, ჩვენ ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბეთ და მივაღწიეთ იმას, რაზეც არც კი ვიოცნებებდი. მინდა ყველა მწვრთნელს მადლობა ვუთხრა, ვინც მუშაობს ან უმუშავია ამ კლუბში, იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს.

მადლობა „რეალის“ გულშემატკივრებს, რომლებიც სულ მჩუქნიდნენ სიყვარულს და თავიანთი დიდი მოთხოვნებით მაიძულებდნენ მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და გამარჯვებისთვის მებრძოლა. მქონდა პატივი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბრურთელებთან ერთად ვყოფილიყავი გასახდელში. დაუთვლელ გამარჯვებებსაც არასდროს არ დავივიწყებ. მესმის, რომ ეს მომენტები - საპატიოა.

ბოლოს, მინდა ყველა ესპანელს და განსაკუთრებით მადრიდელს ვუთხრა მადლობა, სადაც ჩემი ორი შვილი დაიბადა. ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. ეს ყველა თვალსაზრისით დიდებული მოგზაურობა იყო. მივდივარ გრძნობით, რომ გავიღე ყველაფერი. ამ ისტორიაში საერთოდ არაფერს არ შევცვლიდი.

ახლა კი, ახალი თავი იწყება.“- წერს ვარანი ინსტაგრამში.