ავტორიზაცია

სერხიო რამოსი ვარანის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას გამოეხმაურა

სერხიო რამოსი ვარანის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას გამოეხმაურა
თარიღი 30 ივლ 2021, 19:07

მადრიდის „რეალის“ ექს-კაპიტანი, სერხიო რამოსი, რომელიც ამ ზაფხულს „პსჟ-ში“ გადავიდა, „სამეფო კლუბიდან“ რაფა ვარანის წასვლას გამოეხმაურა.

ფრანგი მცველი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, რომელთანაც 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ძვირფასო რაფა, მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრა ამდენწლიანი მეგობრობის, თანაგუნდელობის და ტიტულებისთვის.

წარმატებები ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებლად დიდებული იქნება. თუ ერთმანეთს შევხვდით, შენ შენივე ქვეყნის გუნდს დაუპირისპირდები, არა? თავს გაუფრთხილდი.“ - წერს რამოსი „ინსტაგრამში“.

ვარანი „რეალის“ მაისურს 2011 წლიდან ატარებდა, სადაც „ლანსიდან“ გადავიდა.