ავტორიზაცია

რეალი ვარანის მანჩესტერში გადასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა

რეალი ვარანის მანჩესტერში გადასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა
თარიღი 27 ივლ 2021, 23:21

„რეალი“ რაფაელ ვარანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას გამოეხმაურა.

„რეალმა მანჩესტერ იუნაიტედთან“ რაფაელ ვარანის ტრანსფერი შეათანხმა!

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელს პროფესიონალიზმისთვის და სამაგალითო ქცევისთვის ამ გუნდის მაისურით გატარებულ 10 წელიწადში!

ამ პერიოდში მან 18 ტიტული მოიგო: ოთხი ჩემპიონთა ლიგა, ოთხი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, სამი ევროპის სუპერთასი, სამი ლა ლიგა, ერთი ესპანეთის სუპერთასი და სამი - ესპანეთის სუპერთასი.

„რეალს“ სურს, რაფაელ ვარანს და მის ოჯახს მადლობა გადაუხადოს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვოს.“ - ნათქვამია მადრიდული კლუბის განცხადებაში.