"ვარანი მანჩესტერის ვან დეიკი ან დიაში ვერ იქნება", - სიტის ყოფილი მცველი

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დენი მილსმა, რაფაელ ვარანის საფეხბურთო შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა:
"ვარანი ვერ იქნება მანჩესტერის ვან დეიკი ან დიაში და ამის მიზეზი არის ის, თუ რა ჩემპიონატიდან გადმოდის ფრანგი ცენტრალური მცველი.
ლა ლიგის ერთ სეზონში ის მაქსიმუმ ატარებდა ექვს რთულ შეხვედრას, მაშინ, როდესაც პრემიერ ლიგაში ყოველი ტური გამოცდაა.
არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგეს, შენ ყოველ მატჩში მაქსიმუმი უნდა გამოავლინო, თუმცა რაფაელი ამას მიჩვეული არ არის.
ამის გარდა, მან არ იცის, თუ რას ნიშნავს მუდმივი სტრესის ქვეშ თამაში. იუნაიტედმა უბრალოდ კარგი ტრანსფერი განახორციელა".