"ფერდინანდს მაგონებს, ის სრულყოფილია", - ევრა მანჩესტერის მცველის შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ შეაქო თავისი თანამემამულე, რაფაელ ვარანი, რომელიც მადრიდის "რეალიდან" გადმოვიდა:
"ვარანი ფერდინანდს მაგონებს. ინგლისელი ცენტრალური მცველის მსგავსად, ის არის ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი უკანახაზელი, რომელიც ბურთს შესანიშნავად ფლობს.
საფრანგეთის ნაკრების ცენტრბექმა ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა იყო.
მანჩესტერმა რაფაელის სახით უბრალოდ სრულყოფილი მცველი დაიმატა", - განაცხადა ფრანგმა ექს-ვინგბექმა The Athletic-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" თავისი ყოფილი უკანახაზელის სანაცვლოდ "წითელი ეშმაკებისგან" მიიღებს 50 მილიონ ევროსა და ბონუსებს.