როდის ვიხილავთ ვან დეიკს მოედანზე?

"ლივერპულის" ცენტრალურ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.
ნიდერლანდელმა უკანახაზელმა გამოტოვა გასული სეზონი და ევროპის ჩემპიონატი, ვარჯიში კი მან ცოტა ხნის წინ განაახლა.
ისმის კითხვა - როდის დაუბრუნდება მოედანს მერსისაიდელთა ცენტრბექი? არაა გამორიცხული, რომ ქამბექი 29 ივლისს შედგეს.
"წითლები" ამ დღეს ამხანაგური შეხვედრის ფარგლებში ეთამაშებიან ბერლინის "ჰერტას" და ჰოლანდიელი მცველი თავისი გუნდის განაცხადში იქნება.
"სქაუზერები" ვარაუდობენ, რომ მათი გუნდის ოთხიანი შეძლებს მოედანზე დაახლოებით 20 წუთის ჩატარებას. "ენფილდელებს" შესაძლოა ჯო გომესიც დაუბრუნდეს.