ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს მომავალ კვირაში დახურავს?!

მანჩესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს მომავალ კვირაში დახურავს?!
თარიღი 30 ივლ 2021, 19:39

„მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ კაპიტნის, ჯეკ გრილიშის შეძენასთან ახლოსაა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება, მომავალ კვირაში ოფიციალურად დაიხურება.

წყარო წერს, რომ „სიტი“ მზადაა, 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა (117 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

თუ ეს ტრანსფერი აღნიშნულ თანხად მართლაც შედგა, ის გადაფარავს მოქმედ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს, რომელიც 2016 წელს შედგა, როცა პოლ პოგბა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა (89 მილიონ ფუნტად).

ამჟამად უცნობია, შეუერთდება თუ არა თავის ამჟამინდელ გუნდს გრილიში შვებულების შემდეგ, თუ პირდაპირ მანჩესტერში გაემგზავრება. 

გრილიში ასტონ ვილას აღზრდილია და ამ გუნდის მაისურს 2012 წლიდან ატარებს, გასული წლის შემდეგ კი მას ინგლისის ნაკრებშიც იძახებენ.