ავტორიზაცია

სტერლინგი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა კეინი-გრილიშის ტრანსფერს შეეწიროს

სტერლინგი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა კეინი-გრილიშის ტრანსფერს შეეწიროს
თარიღი 19 ივლ 2021, 11:06

"მანჩესტერ სიტის" მთავარი სამიზნეები მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში არიან.

The Telegraph-ის თანახმად, გაყიდვა გარდაუვალია და ინგლისელი შემტევების ტრანსფერის შემთხვევაში, "ქალაქელებს" აუცილებლად მოუწევთ რამდენიმე მოთამაშის გასხვისება.

პრესაში ყველაზე აქტიურად იწერება რაჰიმ სტერლინგის, რიად მაჰრეზის, ბერნარდო სილვასა და გაბრიელ ჟეზუსის შესახებ.

"ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ლიდერების ყიდვის შემთხვევაში, "ლურჯებს" ზემოთხსენებული 1-2 ფეხბურთელი აუცილებლად დატოვებს.

ამის გარდა, ხოსეპ გვარდიოლას მიზანია სათადარიგო ფეხბურთელების გაყიდვით დაახლოებით 50 მილიონი ევროს გამომუშავება.

მანჩესტერ სიტი 100 მილიონ ფუნტს ჩამოდის, თუმცა გრილიში დიდი დილემის წინაშეა