ავტორიზაცია

ევერტონს ევრო 2020-ზე ჰოლანდიის ერთ-ერთი წამვყვანი ფეხბურთელის გადაბირება სურს

ევერტონს ევრო 2020-ზე ჰოლანდიის ერთ-ერთი წამვყვანი ფეხბურთელის გადაბირება სურს
თარიღი 30 ივლ 2021, 20:16

„პსვ-ს“ და ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველი, დენზელ დიუმფრისი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენით „ევერტონი“ ინტერესდება. დენზელი „ირისების“ სპორტულ დირექტორ მარსელ ბრანდს მოეწონა.

ამჟამად, დუმფრისის კანდიდატურა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან განიხილება და თუ ესპანელმა მწვანე აანთო, „ევერტონი“ მის შეძენას უფრო აქტიურად შეეცდება.

დუმფრისი „პსვ-ს“ მაისურს 2018 წლიდან ატარებს, იქამდე კი „ჰერენვენში“ და „სპარტაში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 41 მატჩ ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ ზაფხულს დუმფრისმა ჰოლანდიის ნაკრებში ევრო 2020-ზე გაიბრწყინა, თუმცა გუნდი ტურნირს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.