ავტორიზაცია

ბაიერნის ახალგაზრდა თავდამსხმელი ბელგიის ჩემპიონატში მიდის

ბაიერნის ახალგაზრდა თავდამსხმელი ბელგიის ჩემპიონატში მიდის
თარიღი: 30 ივლ 2021, 21:02

„ბაიერნის“ ჰოლანდიელი შემტევი, ჯოშუა ზირკზი, დიდი ალბათობით კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს „ანდერლეხტი“ აწარმოებს, რომელიც მზადაა ზირკზი იჯარით აიყვანოს და კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტიც ჩადოს.

გასული სეზონი ჯოშუამ იჯარით „პარმაში“ გაატარა და „ბაიერნს“ სათამაშო წლის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა.