ავტორიზაცია

"კარგი იქნებოდა სრული კომპლექტის შექმნა", - სად სურს თამაში ხამეს როდრიგესს?

"კარგი იქნებოდა სრული კომპლექტის შექმნა", - სად სურს თამაში ხამეს როდრიგესს?
თარიღი 31 ივლ 2021, 10:20

ხამეს როდრიგესმა ამ ზაფხულს სხვა გუნდში ძალების მოსინჯვა სულაც არ გამორიცხა, მისი მომავალი „ევერტონში“ ეჭვქვეშ არის.

„უკვე ყველა ტოპ-ლიგაში მაქვს ნათამაშები იტალიის გარდა. კარგი იქნებოდა, იქ მეთამაშა და სრული კომპლექტი შემესრულებინა, თუმცა არ ვიცი, რამდენად მოხდება ეს მომავალში.“ - ციტირებს ხამესის სიტყვებს Marca.

კოლუმბიელის შეძენით, პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მილანი“ ინტერესდება, რომელიც, თითქოსდა, ფეხბურთელის შეძენისთვის ემზადება, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ იცის, სად ითამაშებს ახალ სეზონში. მას მადრიდის „რეალში“ დაბრუნებაზეც კი ჰკითხეს:

„მართლა არ ვიცი, სად ვითამაშებ. ძალიან რთული საკითხია. ვნახოთ, რა მოხდება.

არ მინდა ვთქვა „კი“ ან „არა“, რადგან არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. ფაქტი ის არის, რომ ძალიან კარგად ვვარჯიშობ.

ფეხბურთში არასდროს არ იცი წინასწარ, რა შეიძლება მოხდეს. მე კარგად ვმუშაობ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. კარგად ვემზადები იმისთვის, რაც წინ მელის.“ - დაასრულა ნახევარმცველმა.

ამჟამად „ევერტონის" ფეხბურთელს ესპანეთში „რეალში" აქვს ნათამაშები, გერმანიაში - „ბაიერნში", საფრანგეთში კი - „მონაკოში".