ასტონ ვილა მზადაა სიტის დათანხმდეს - ტრანსფერი ახლოვდება
„ასტონ ვილა“ „მანჩესტერ სიტის“ შემოთავაზებას ჯეკ გრილიშის ტრანსფერის თაობაზე დათანხმდება.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „სიტი“ უახლოეს პერიოდში ბირმინგემელებს 100 მილიონ ფუნტს (117 მლნ ევროს) შესთავაზებს და „ასტონ ვილამ“ მასზე დათანხმების მზადყოფნა უკვე გამოთქვა.
თუ ყველაფერი გეგმიურად მოხდა, გრილიში უახლოეს პერიოდში მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩაფრინდება, რის შემდეგაც გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ თუ ეს ტრანსფერი აღნიშნულ თანხად მართლაც შედგა, ეს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.
ამ დროისთვის, ამ სტატუსს პოლ პოგბა ატარებს, რომელიც 2016 წელს „იუვენტუსიდან“ „მანჩსტერ იუნაიტედში“ 89 მილიონ ფუნტად (106 მილიონ ევროდ) გადავიდა.