ავტორიზაცია

წმენდა ნოიჰაუსის საყიდლად - ლივერპულმა ტრანსფერზე ხუთი ფეხბურთელი დააყენა

წმენდა ნოიჰაუსის საყიდლად - ლივერპულმა ტრანსფერზე ხუთი ფეხბურთელი დააყენა
თარიღი 31 Jul 2021, 16:46

„ლივერპულმა“ ამ ზაფხულს ხუთი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

Mirror-ის ინფორმაციით, მერსისაიდულ გუნდს მიუნხენგლადბახის „ბორუსიადან“ ფლორიან ნოიჰაუსის შეძენა სურს, რომელიც გერმანელ ნახევარმცველს 40 მლნ ევროდ აფასებს.

ამ ეტაპზე, „ლივერპულს“ ეს ფული არ აქვს და მისი გამომუშავება კლოპის ნდობა დაკარგული ფეხბურთელების გაყიდვით გადაწყვიტა.

ამრიგად, მერსისაიდული გუნდი აპირებს რომ გუნდიდან დივოკ ორიჯი, ჩედრან შაქირი, ნაბი კეიტა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი გაყიდოს.

ასევე, „ლივერპული“ აუცილებლად დაიწყებს ლორის კარიუსისთვის ახალი გუნდის ძიებას, რომელიც სხვადასხვა კლუბებში იჯარების შემდეგ ისევ „წითლებს“ დაუბრუნდა.