ავტორიზაცია

ხამეს როდრიგესი: "დავბრუნდებოდი თუ არა რეალში?"

ხამეს როდრიგესი: "დავბრუნდებოდი თუ არა რეალში?"
თარიღი 31 ივლ 2021, 17:22

„ევერტონის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას კარი საბოლოოდ დაუხურა.

როგორც იცით, კოლუმბიელი ფეხბურთელი „რეალის“ ამჟამინდელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. იტალიელმა ის ჯერ „რეალში“ მიიყვანა, შემდეგ „ბაიერნში“ და ბოლოს ისინი ერთად „ევერტონშიც“ მუშაობდნენ.

მას შემდეგ, რაც ანჩელოტი „რეალში“ დაბრუნდა, პრესამ იგივე უწინასწარმეტყველა ხამესსაც, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ვარიანტს გამორიცხავს.

„არ ვიცი სად ვითამაშებ, მაგრამ „რეალის“ ისტორია დახურულია და არამგონია განმეორდეს. მე ვითამაშებ იქ, სადაც ჩემი ხილვა უნდათ.

იტალიაში მინდა ძალების მოსინჯვა, თუმცა არც ის ვიცი, იქ გადავალ თუ არა. კარგი ვარიანტია, მაგრამ რაიმე კონკრეტულის თქმაც ჯერ ნაადრევია.“ - ციტირებს როდრიგესის სიტყვებს Goal.com.