"პიანიჩს შემთხვევით შევხვდი და მან გულწრფელად მითხრა, რაზეც ოცნებობს", - ბარსელონას ყოფილი დირექტორი
„მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა დირექტორმა არიედო ბრეიდამ, ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის მომავალზე ისაუბრა.
არიედოს თქმით, პიანიჩის ოცნება ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლაა, საიდანაც ის ერთი წლის წინ „ბარსელონაში“ გადმობარგდა.
„რამდენიმე დღის წინ პიანიჩს შევხვდი, ერთმანეთს „კამპ ნოუზე“ გადავეყარეთ და ცოტა ხანს ვისაუბრეთ.
მირალემი „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ოცნებობს, მან ეს გულწრფელად და პირდაპირ მითხრა.“ - აღნიშნა ბრეიდამ.
პიანიჩი „ბარსაში“ არტურ მელოზე გაცვლის შედეგად აღმოჩნდა, თუმცა „კამპ ნოუზე“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ვერ მოახერხა და ახლა რონალდ კუმანის გეგმებშიც არ შედის.