"როგორც ამ სეზონში, ისე შემდეგშიც", - მაურო იკარდიმ საკუთარ მომავალზე ღია განცხადება გააკეთა

„პსჟს“ ფორვარდმა მაურო იკარდიმ საკუთარ მომავალზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
„როგორც ამ სეზონში, ისე შემდეგში, მე „პსჟში“ ვრჩები. ამაში არასდროს ეჭვიც არ ყოფილა. წინ, პსჟ.“ - წერს იკარდი „ინსტაგრამში“.
28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი „პარიზში“ 2019 წელს იჯარით „ინტერიდან“ გადავიდა, შემდეგ კი ფრანგებმა ის გამოისყიდეს კიდეც.
2020/21-სეზონში იკარდიმ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პრესა აქტიურად უკავშირებდა იკარდის „პსჟდან" წასვლას და იტალიაში დაბრუნებას, თუმცა როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.