დაასვენეთ ეს ბიჭი! - პედრი ერთ სეზონში 70-მატჩიან ნიშნულს გადაცდა

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე თამაშობს შესვენების გარეშე და ის უკვე 70-მატჩიან ნიშნულს გადაცდა.
უფრო კონკრეტულად კი ესპანელი ფლეიმეიქერის ანგარიშზე ფიქსირდება 71 შეხვედრა. კატალონიელთა გამთამაშებელმა 52 თამაში ჩაატარა კლუბში, 15 - ეროვნულ ნაკრებში და კიდევ 4 მატჩი მან ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდში გამართა.
18-წლის ჰაბეკი თავის უკანასკნელ შეხვედრაში დაეხმარა "ფურია როხას" ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გასვლაში, კოტ-დ'ივუარის ანგარიშით 5:2 დამარცხებით.
პირენეელმა შუახაზელმა მოედანზე ჩაატარა 102 წუთი. დიახ, როგორც ვხედავთ, "წითლების" მე-16 ნომერი თავის ეროვნულ ნაკრებს არც დამატებით დროში ტოვებს.