ავტორიზაცია

ბარსელონაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, საულს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს

ბარსელონაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, საულს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 01 აგვ 2021, 10:40

Daily Mirror-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, საულ ნიგესი პრემიერ ლიგის ორ გუნდთან ამ დროისთვის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ესპანელი ფლეიმეიქერის აგენტი მომავალ კვირას ჩაფრინდება ინგლისში, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან თავისი კლიენტის თაობაზე სასაუბროდ.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მერსისაიდელები და "წითელი ეშმაკები" "როხიბლანკოს" გამთამაშებლით ინტერესდებიან. ფავორიტად მოიაზრებიან "სქაუზერები", რადგან "მანკუნიანელები" ამუშავდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდიდან პოლ პოგბა წავა.

"ინდიელების" რვიანის ყიდვის ბედნიერება პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბებს დაახლოებით 35-40 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, "ბარსასა" და დიეგო სიმეონეს გუნდს ანტუან გრიზმანი-პირენეელი ჰავბეკის ბარტერი ჩაეშალათ.