ლივერპული შესაძლოა თავის ორ წამყვან ფეხბურთელს შეელიოს
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, "ლივერპული" ახალ ხელშეკრულებებს კიდევ ექვს ფეხბურთელს შესთავაზებს. ესენი არიან:
ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, ალისონ ბეკერი, ფაბინიო ტავარესი და ენდრიუ რობერტსონი. როგორც ვხედავთ, სიაში არ არიან რობერტო ფირმინო და ჯორდან ჰენდერსონი.
მერსისაიდული კლუბი ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას ინგლისელ ცენტრალურ ნახევარმცველთან და მისი წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. "წითლების" კაპიტნის სახელს "პსჟ"-ს უკავშირებენ.
რაც შეეხება ბრაზილიელ თავდამსხმელს, "სქაუზერები" მუშაობენ მის გაყიდვაზე, სასტარტო შემადგენლობაში კი მომავალ სეზონში დიოგუ ჟოტას ხედავენ, წერს The Athletic-ი.