წითელი ტრიო იშლება? - ლივერპულმა ფირმინოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ "ლივერპულის" შემტევი ტრიო მომავალი სეზონისთვის დაიშლება. Mirror-ის თანახმად, მერსისაიდელები ბობი ფირმინოს გაყიდიან.
ბრაზილიელი თავდამსხმელის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2023 წლამდე და "წითლები" ახალ ხელშეკრულებას მას არ შესთავაზებენ.
რაც შეეხებათ მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს, საპირისპიროდ, "სქაუზერები" მათ შენარჩუნებაზე აუცილებლად იზრუნებენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად შეუძლია იურგენ კლოპის გუნდის ფორვარდს კარიერის გაგრძელება, რადგან მსურველები მას არ ჰყავს.
სამხრეთ ამერიკელი შემტევი "ენფილდზე" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 292 შეხვედრაში 87 გოლი გაიტანა.