სანჩესი ლივერპულში? - რომანოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

"ლილის" ცენტრალური ნახევარმცველის, რენატო სანჩესის სახელს პრესა "ლივერპულს" უკავშირებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ფაბრიციო რომანომ გააკეთა:
"დღეს, სანჩესი დაუკავშირეს ლივერპულს, გუშინ იყო არსენალი, ხვალ კი კიდევ რომელიმე კლუბი იქნება. კონკრეტული წინადადება რეალურად არ არსებობს".
პორტუგალიელი ჰავბეკის მერსისაიდში შესაძლო ტრანსფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჯორჯინიო ვეინალდუმი "პსჟ"-ში გადავიდა.
ამის გარდა, "დოგების" შუახაზელის მომსახურება ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა "ბარსელონას", თუმცა არაფერი გამოვიდა.
კატალონიური კლუბი პირენეელ ნახევარმცველზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ საულ ნიგესის ტრანსფერი ჩაიშლება.