ბარსელონას პოზიცია სანჩესის ტრანსფერის მიმართებაში ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" შესთავაზა თავისი ახალგაზრდა კლიენტის, რენატო სანჩესის მომსახურება.
კატალონიური კლუბის პასუხი აქამდე არ იყო ცნობილი, თუმცა AS-ის ცნობით, პორტუგალიელი ცენტრალური ნახევარმცველის მიმართებაში ყველაფერი უკვე გაირკვა.
"ბლაუგრანა" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაერთვება "ლილის" ჰავბეკის ტრანსფერზე, თუ მათ საულ ნიგესის გადმობირების გეგმა ჩაეშლება.
სხვა შემთხვევაში კი პირენეელი შუახაზელი "ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის" პრიორიტეტულ ვარიანტს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" აქტიურად განიხილავს ესპანელი ნახევარმცველის ანტუან გრიზმანზე გაცვლას.
ფოტო: რონალდუს ბარსელონას გასახდელში განსაკუთრებული ადგილი უკავია