ავტორიზაცია

ცნობილია სიტის პირველი ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ გრილიშის ტრანსფერს შეეწირება

ცნობილია სიტის პირველი ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ გრილიშის ტრანსფერს შეეწირება
თარიღი 01 Aug 2021, 18:39

როგორც იცით, „ასტონ ვილას“ კაპიტნის ჯეკ გრილიშის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიში“ სულ უფრო და უფრო ახლოსაა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ეს იქნება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - „სიტი“ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გრილიშის მოსვლა „სიტიში“ რაჰიმ სტერლინგის მომავალს აყენებს ეჭვქვეშ, რადგან „ასტონ ვილაში“ ჯეკი სწორედ რაჰიმის პოზიციაზე თამაშობს.

თუმცა, დიდი ალბათობით, პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჯეკ გრილიშის ტრანსფერს შეეწირება - ბერნარდუ სილვა იქნება, რომელსაც „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა პორტუგალიელმა გვარდიოლას გუნდის სასტარტოში ადგილი ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად პოლ პოგბას „იუნაიტედში“ გადასვლაა, რომელმაც ფრანგის სანაცვლოდ 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა.