მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გაფორმებამდე, ვარანს რამდენიმე დღის კარანტინში გატარება მოუწევს

მცველი რაფაელ ვარანი ხვალ, 2 აგვისტოს, მადრიდიდან მანჩესტერში გაფრინდება.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს ინგლისში რამდენიმე დღის კარანტინში გატარება მოუწევს, რის შემდეგაც ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოცხადდება.
გუნდში მისვლის შემდეგ ფორმალური პროცესი დაიწყება: სამედიცინო შემოწმების გავლა, კონტრაქტის გაფორმება და წარდგენა „ოლდ ტრაფორდზე“.
შეგახსენებთ, რომ „მან.იუნაიტედს“ ვარანის ტრანსფერი დაახლოებით 50 მილიონი ევრო (+ბონუსები) დაუჯდა.
საინტერესოა, რომ ვარანი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოს 2011 წელსაც იყო, როცა მის შეძენას ალექს ფერგიუსონი ცდილობდა, თუმცა მისი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა ზინედინ ზიდანმა შეაფერხა, რომელმაც ახალგაზრდა მცველს დაურეკა და „რეალში“ გადასვლაზე დაიყოლია.
„სამეფო კლუბში“ ვარანმა 10 წელი გაატარა, რომელთან ერთადაც 18 ტიტულს მოგება შეძლო.