ავტორიზაცია

ცნობილი გახდა შევჩენკოს უკრაინის ნაკრებიდან წასვლის ზუსტი მიზეზი

ცნობილი გახდა შევჩენკოს უკრაინის ნაკრებიდან წასვლის ზუსტი მიზეზი
თარიღი 01 Aug 2021, 19:00

ცნობილი გახდა მიზეზი, რომლის გამოც ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინული პრესის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან ახალი კონტრაქტის ფინანსურ საკითხზე ვერ მოილაპარაკა.

შევჩენკო ფედერაციისგან 3 მილიონ დოლარს ითხოვდა, რომელიც მთლიანად მის სამწვრთნელო შტაბზე გადანაწილდებოდა, თუმცა ფედერაციამ მათთვის 1.5 მილიონ დოლარზე მეტი ვერ გაიმეტა და მხარეებს შორის კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდა.

საინტერესოა, რომ ევრო 2020-ს მეოთხედფინალში გასვლით უკრაინის ნაკრებმა თავის ფედერაციას 16 მილიონი ევრო მოუტანა.

ჯგუფურ ეტაპზე უკრაინამ ერთი გამარჯვება მოიპოვა, როცა მაკედონია 2:1 დაამარცხა, თუმცა ეს ჯგუფიდან მესამე ადგილით გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

1/8-ფინალში შევჩენკოს გუნდმა შვედეთის ბარიერი გაიარა და შემდეგ ინგლისთან 0:4 განადგურდა.