მიზეზი, რის გამოც კეინის ტრანსფერი სიტიში ამ ზაფხულს პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
როგორც ჩანს, ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემის“ ლიდერს ჰარი კეინს ვერ შეიძენს.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ამ ტრანსფერის განხორციელებას „სიტის“ მიერ ჯეკ გრილიშის შეძენა შეუშლის ხელს. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის შეძენის შემდეგ, „მანჩესტერს“ კეინის ტრანსფერისთვის ფიზიკურად ფული აღარ დარჩება.
როგორც იცით, „ასტონ ვილას“ „სიტი“ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს გადაუხდის და გამომდინარე იქიდან, რომ „ტოტენჰემს“ კეინის სანაცვლოდ ამაზე კიდევ უფრო მეტის მიღება სურს, ტრანსფერის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
კეინს „სიტისთან“ პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ „ტოტენჰემი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 160 მილიონს ითხოვს, რაც „სიტისთვის“ მიუღებელია.
ერთი თვის წინ, „ქალაქელებმა“ ლონდონელებს 100 მილიონი ევრო + სამი ფეხბურთლიდან ერთი შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.