ავტორიზაცია

პიანიჩისთვის ბრძოლაში იუვენტუსს სერია ა-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შეეცილება

პიანიჩისთვის ბრძოლაში იუვენტუსს სერია ა-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შეეცილება
თარიღი 01 აგვ 2021, 20:20

„ბარსელონას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი შესაძლოა იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ინტერი“ იჩენს.

„ნერაძური“ 31 წლის ბოსნიელი ნახევარმცველის გადაბირებას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ გუნდს ხორვატი შუახაზელი მარსელო ბროზოვიჩი დატოვებს.

მილანური კლუბის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა პიანიჩს უკვე დაუკავშირდა და პოტენციური ტრანსფერი განიხილა.

გარდა „ინტერისა“, პიანიჩის გადაბირებით ასევე ინტერესდება „იუვენტუსიც“, მასიმილიანო ალეგრის სურს თავისი ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი დაიბრუნოს, თუმცა „იუვე“ არ არის მზად მასში ფული გადაიხადოს და მხოლოდ იჯარის ვარიანტს განიხილავს.

თავად ბოსნიელისთვის პრიორიტეტული თავის ყოფილ გუნდში, „იუვენტუსში“ დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „კამპ ნოუზე“ გასულ სეზონში გადაბარგდა, თუმცა რონალდ კუმანისთვის შეუცვლელ ფიგურად ვერ იქცა.