ტოკიო-2020 - 2 აგვისტო: ქაჯაიას ფინალი და მელიას დებიუტი ოლიმპიადაზე

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს, ასპარეზზე გამოვლენ ფინალისტი იაკობ ქაჯაია (130 კგ) და გიორგი მელია (97 კგ). ქართველი სპორტსმენების განრიგი ასეთია:
გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 97 კგ) - 06:00 საათიდან
მელია პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რუს მუსა ევლოევს შეხვდება. ტოკიოს ოლიმპიადა ქართველი მოჭიდავისთვის პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება. გიორგიმ მოჭიდავემ ლიცენზია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნურ-სულთანში მოიპოვა.
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კგ, ფინალი) - 15:00 საათიდან
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქაჯაიამ ნახევარფინალში აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით ორ წუთში სძლია.