ავტორიზაცია

"ამ სეზონში გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები გვექნება", - პოჩეტინომ სუპერთასზე მარცხი შეაფასა

"ამ სეზონში გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები გვექნება", - პოჩეტინომ სუპერთასზე მარცხი შეაფასა
თარიღი 02 აგვ 2021, 10:20

„პსჟს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, საფრანგეთის სუპერთასზე მარცხი შეაფასა.ა

გუშინ, 1 აგვისტოს, „პარი სენ ჟერმენი“ სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონ „ლილთან“ დამარცხდა.

„შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ჯამში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა გვქონდა.

„ლილს“ ვულოცავ, ჩვენ კი ამ სეზონში გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნები გვექნება.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს L’Equipe.

მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე შეკამ გაიტანა. პარიზელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

ახალწვეულებიდან ამ მატჩში აშრაფ ჰაკიმის და ჯორჯინიო ვეინალდუმის დებიუტი შედგა - მაროკოელმა მატჩი სასტარტოში დაიწყო, ნიდერლანდელი კი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.