ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გურამ გიორბელიძე გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

[EXCLUSIVE] გურამ გიორბელიძე გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
თარიღი 02 აგვ 2021, 15:11

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველი მარცხენა მცველის ახალი გუნდი დრეზდენის დინამო იქნება, რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგა 3-ის ჩემპიონი გახდა და ბუნდესლიგა 2-ში აღზევდა.

ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. გიორბელიძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება.

გურამ გიორბელიძის პირველი ევროპული გუნდი ავსტრიული ვოლფსბერგი იყო, რომელსაც გორის დილადან გასულ სეზონში შეუერთდა. ამ პერიოდში 25 წლის ფეხბურთელმა ვოლფსბერგის მაისურით 23-ჯერ ითამაშა.