ავტორიზაცია

[VIDEO] კუთხურზე თავით შეფრინდა - კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიტანა

თარიღი 01 აგვ 2021, 21:11

ავსტრიული ბუნდესლიგის მე-2 ტურში ვოლფსბერგი საკუთარ მოედანზე შტურმთან 1-4 განადგურდა.

სტუმართა შემადგენლობიდან მე-2 გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 31-ე წუთზე კუთხურიდან, თავური დარტყმით გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, გურამ გიორბელიძე განაცხადშიც არ ყოფილა, ოთარ კიტეიშვილი კი 88-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში კიტეიშვილისთვის ეს პირველი გოლი იყო, მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრაში უდინეზეს ულამაზესი გოლი გაუტანა.