ავტორიზაცია

"მისთვის ჯერ ადრეა" - გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა

"მისთვის ჯერ ადრეა" - გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა
თარიღი 01 Aug 2021, 16:33

გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური იუპილერ ლიგის მეორე ტურში ბეერსხოტთან მატჩის 21-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

მიუხედავად ამისა, ბუფალოელთა მთავარმა მწვრთნელმა ქომაგები დაამშვიდა, რომ ჩაკვეტაძეს ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მზად არაა სათამაშოდ.

"გიორგი ჩაკვეტაძისთვის ბეერსხოტთან კვირას თამაში საკმაოდ ნაადრევი იქნება, მზად არაა, თუმცა ტრავმა არ აქვს," - განაცხადა ჰეინ ვანჰაზებრუკმა 21 წლის ნახევარმცველის შესახებ.

GOAL.GE-მ 10 დღის წინ გაცნობათ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევს 3 დღის განმავლობაში სიცხეები ჰქონდა, რის გამოც გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა. ამას შემდეგ გუნდის თამაშები დაემატა ხელოვნურ მინდორზე, ჩაკვეტაძე კი მისი მუხლის მდგომარეობიდან გამომდინარე ბუნებრივ მინდორზე ითამაშებს. 

ბეერსხოტთან მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედანზეა, გიორგი კი განაცხადში კვლავ არაა. მწვრთნელს თუ დავუჯერებთ, მას სიაში მოსახვედრად მოძლიერება სჭირდება.
გიორგი ჩაკვეტაძემ წინასასეზონო შეკრება გენტთან ერთად სრულფასოვნად გაიარა. ქართველმა ნახევარმცველმა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2020 წლის ოქტომბერში მიიღო.