BREAKING: კეინის პროტესტი - ინგლისელმა ფორვარდმა ტოტენჰემის ვარჯიშზე გამოცხადება იუარა
„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა, ლონდონური გუნდის ვარჯიშზე გამოცხადებაზე უარი თქვა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ევრო 2020-ს შემდგომი შვებულებიდან დღეს, 2 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სავარჯიშო ბაზაზე არ მისულა.
ჯურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ამას კოვიდტესტებთან არანაირი კავშირი არ აქვს და უშუალოდ კეინს პირადი გადაწყვეტილებაა.
არ არის გამორიცხული, ასეთი გზით ინგლისელი ფორვარდი გუნდიდან გაშვებას ითხოვდეს - მისი მიზანია „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.
გუნდის დატოვების სურვილი კეინმა ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს განაცხადა, თუმცა „ტოტენჰემის“ პოზიციები ფეხბურთელის სურვილის გამო არ შეცვლილა - მათ ლიდერის შენარჩუნება სურთ.
კეინს პირადი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ უკვე შეთანხმებული აქვს.