პიანიჩს იუვენტუსში დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი - აგენტმა შეხვედრა დანიშნა
„ბარსელონას“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს „იუვენტუსში“ დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი „იუვენტუსს“ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება და შესაძლო დაბრუნების ვარიანტებს განიხილავს.
პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა, „კამპ ნოუზე“ კი გასულ ზაფხულს გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, საპირისპირო მიმართულებით ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური გაეშურა.
გასულ სეზონში პიანიჩმა პრიმერას მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ახლა, ბოსნიელს იტალიაში სურს დაბრუნება, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.