ავტორიზაცია

საულისთვის ბრძოლაში ბარსელონა ლიდერობს - ფეხბურთელს კამპ ნოუზე სურს გადასვლა, გრიზმანი საქმეში აღარ არის

საულისთვის ბრძოლაში ბარსელონა ლიდერობს - ფეხბურთელს კამპ ნოუზე სურს გადასვლა, გრიზმანი საქმეში აღარ არის
თარიღი 02 აგვ 2021, 16:18

დიდი ალბათობით, ნახევარმცველი საულ ნიგესი „ატლეტიკოს“ ამ ზაფხულს დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ანტუან გრიზმანის და საულის გაცვლის გარიგება ჩაიშალა, ესპანელი შუახაზელისთვის ბრძოლაში ფავორიტად მაინც „ბარსელონა“ რჩება.

მისი გადაბირებით ვარიანტს „ჩელსი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ განიხილავენ, მაგრამ ამ კლუბებიდან არცერთს ჯერ მისი შეძენისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

გამოცემა AS დაუკავშირდა ფეხბურთელის ახლობლებს, რომლებმაც უარყვეს, რომ საულის აგენტები ინგლისში იყვნენ ჩასულები პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდთან მოსალაპარაკებლად.

მეტიც, თავად საულს კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ სურს. ამჟამად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია, თუმცა ოპტიმიზმი ნარჩუნდება.

უახლოეს დღეებში, როცა „ბარსელონა“ საბოლოოდ გადაწყვეტს ლეო მესის მომავალს, „ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებები განახლდება. მესის გარდა, საულის შეძენამდე „ბლაუგრნაას“ რამდენიმე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი - კერძოდ, პიანიჩის, ბარტინ ბრეიტვეიტის, ნეტუს და სამუელ უმტიტის გაყიდვასთან დაკავშვირებით.

აღინიშნება, რომ საულის შესაძლო ტრანსფერი „ბარსელონაში“ გრიზმანის მომავალს აღარ უკავშირდება, ეს იქნება დამოუკიდებელი ტრანსფერი.