ავტორიზაცია

ბრეიტვეიტი: "იყო მომენტი, როცა შევხედე ერიქსენს და უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მკვდარია"

ბრეიტვეიტი: "იყო მომენტი, როცა შევხედე ერიქსენს და უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მკვდარია"
თარიღი 02 აგვ 2021, 16:39

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, მარტინ ბრეიტვეიტმა, ევრო 2020-ზე კრისტიან ერიქსენის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. 

12 ივნისს, „ინტერის“ ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა, მას გული გაუჩერდა და ექიმები მის გონზე მოყვანას 10-ზე მეტი წუთის მანძილზე ცდილობდნენ. შედეგად, ერიქსენის მოსულიერება მოხერხდა, მას გულში კი დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო. ის, რაც დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ივენთი უნდა ყოფილიყო, საშინელებად გადაიქცა. იმ საღამოს მომხდარმა არაერთი ადამიანი შეძრა.

იყო მომენტი, როცა ერიქსენს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ის გარდაცვლილია. როცა მკვდარ ადამიანს უყურებ, ეჭვი არ გეპარება იმაში, ცოცხალია ის თუ არა. მაშინვე ხვდები ყველაფერს და მეც სწორედ ეს დავინახე.

როცა ყველაფერი დავინახე, ერთადერთი რაც დამრჩენოდა, ლოცვა იყო და მეც დავიწყე. ვფიქრობდი, რომ ღმერთის თხოვნა არის ერთადერთი, რის გაკეთებაც მაშინ შემეძლო. ექიმები ერიქსენს ეხმარებოდნენ და ამ ყველაფრის გადატანას არავის არ ვუსურვებ.

ყველაფერი კარგად დასრულდა, ერიქსენი ცოცხალი და ჯანმრთელია. ჩვენ ყველას მხოლოდ ეს გვინდოდა.“ - აღნიშნა ბრეიტვეიტმა.