ავტორიზაცია

შეძლებს თუ არა ერიქსენი დეფიბრილატორის ამოღებას? ფეხბურთელს ტესტები უტარდება, თუმცა დიდი დროის გამოტოვება ყველა შემთხვევაში მოუწევს

შეძლებს თუ არა ერიქსენი დეფიბრილატორის ამოღებას? ფეხბურთელს ტესტები უტარდება, თუმცა დიდი დროის გამოტოვება ყველა შემთხვევაში მოუწევს
თარიღი 29 ივლ 2021, 17:32

„ინტერის“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, მილანური გუნდის განკარგულებაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანში ის კოპენჰაგენში ჩადგმული გუნდის დეფირბილატორის ამოღებაზე ტესტებს ჩაიტარებს, რამდენად არის შესაძლებელი მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ამის გაკეთება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადებითი პასუხი მოვიდა და ფეხფეხბურთელმა ექიმებისგან დეფიბრილატორის ამოღებაზე თანხმობა მიიღო, ის მოედანზე გასვლას როგორც მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე მაინც ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში, გულში ჩადგმული დეფიბრილატორით საფეხბურთო მოედანზე გასვლა აკრძალულია, რაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს გულის შეტევა 12 ივნისს, ევრო 2020-ს მატჩზე დაემართა, რის გამოც ექიმები მის გონზე მოყვანას 15 წუთის მანძილზე ცდილობდნენ და საბოლოოდ, მისი გადარჩენა საბედნიეროდ მოხერხდა.