ავტორიზაცია

ერიქსენი იტალიაში თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - რაც, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა

ერიქსენი იტალიაში თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - რაც, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა
თარიღი 23 ივლ 2021, 15:21

„ინტერის“ დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს ასპარეზობას.

როგორც იცით, ფეხბურთელს 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა და ექიმებს მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწიათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ფეხბურთელი გადარჩა.

თუმცა, გულის პათოლოგიის თავიდან ასარიდებლად და კარგად ასამუშავებლად, ფეხბურთელს დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რომლითაც, როგორც იტალიის ტექნიკურ-სამეცნიერო კომიტეტის წარმომადგენლის, ფრანჩესკო ბრაკონაროს თქმით, იტალიის ჩემპიონატში თამაში შეუძლებელია.

„კრისტიან ერიქსენს იტალიაში თამაშის უფლებას ვერ მივცემთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას დეფიბრილატორს ამოუღებენ და დადგინდება, რომ პათოლოგია არ არსებობს.“ - ციტირებს ბრაკონაროს სიტყვებს Goal.com.

არის თუ არა შანსი, რომ აღნიშნული დეფიბრილატორი მოიხსნას?

კოპენჰაგენში მომხდარის შემდეგ, ერიქსენმა საავადმყოფოში ექვსი დღე გაატარა. ამ დღეებში მას ჩაუდგეს სპეციალური აპარატი, რომელიც გულთან სპეციალური მავთულებით არის დაკავშირებული და აგზავნის ელექტრიკულ იმპულსს, რათა აღმოიფხვრას არარეგულარული გულისცემა.

ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოჯახის წევრები აღნიშნული აპარატის ამოღებას დათანხმდებიან.