ავტორიზაცია

"იგივე რომ პოგბამ გააკეთოს, პრესა ჭკუიდან შეიშლება, პოლიცია კი ვერტმფრენებით მოძებნის", - ფერდინანდი ჰარი კეინზე

"იგივე რომ პოგბამ გააკეთოს, პრესა ჭკუიდან შეიშლება, პოლიცია კი ვერტმფრენებით მოძებნის", - ფერდინანდი ჰარი კეინზე
თარიღი 02 აგვ 2021, 16:42

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ჰარი კეინზე ისაუბრა, რომელიც „სიტიში“ ტრანსფერის მოთხოვნით, გუნდში გამოცხადებაზე უარი თქვა.

„წარმოიდგინეთ, პოლ პოგბა რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარჯიშზე არ გამოჩნდეს. 

თქვენ თავად დაინახავთ, როგორ შეიშლებიან ინგლისელი ჟურნალისტები და გულშემატკივრები. მას პოლიცია ვერტმფრენებით დაუწყებს ძებნას.

მე არ ვამბობ, რომ ჰარი კეინი წასასვლელად არასწორ ტაქტიკას მიმართავს (თუ დავიჯერებთ ყველაფერს, რაც იწერება). ჰარის ტიტულები სურს, ის ხომ არ ახალგაზრდავდება.“ - წერს ფერდინანდი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კეინს „მანჩესტერ სიტისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, თუმცა „ტოტენჰემი" მასში 160 მილიონ ფუნტს ითხოვს.