ავტორიზაცია

დე იონგი: "წელს გაცილებით კარგი შემადგენლობა გვყავს და სერიოზული ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ"

დე იონგი: "წელს გაცილებით კარგი შემადგენლობა გვყავს და სერიოზული ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ"
თარიღი 02 აგვ 2021, 16:46

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, გუნდის ახალი სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

„ბარსაში“ აშკარად ტიტულების ნაკლებობას განიცდი, რა აკლდება გუნდს საამისოდ?

ვფიქრობ, ჩვენი შემადგენლობა ახლა უკეთესია. გუნდურად ვიზრდებით, მწვრთნელთან უკვე მეორე წელია ვმუშაობთ და როგორც წესი, მეორე სეზონში ყველაფერი უმჯობესდება. წელს სერიოზული ტიტულებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

შეუძლია თუ არა გუნდს ბოლომდე იბრძოლოს?

დიახ

გამოცდილებისა და ახალგაზრდობის შერწყმის გამო?

ასეთი შერწყმა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს როგორც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები, ისე ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც თავის გამოჩენა უნდა.

შეგიძლია ივარაუდო, როგორ დაასრულებს გუნდი სეზონს?

რთული სათქმელია, მაგრამ წელს კარგი შემადგენლობა გვყავს და ტიტულებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა.