ავტორიზაცია

"გიორბელიძე ჩვენთან აღარ ითამაშებს", - ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა

"გიორბელიძე ჩვენთან აღარ ითამაშებს", - ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 02 აგვ 2021, 19:57

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ცნობილი იყო, რომ "ვოლფსბერგერის" მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ დრეზდენის "დინამოში" გააგრძელებდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმაც, დიტმარ რიგლერმა, რომელმაც ქართველი ვინგბექის შესახებ ადგილობრივ პრესას განუცხადა შემდეგი:

"გიორბელიძე ვოლფსბერგერში აღარ ითამაშებს, ყველაფერი უკვე გარკვეულია", - განაცხადა ავსტრიელმა ფუნქციონერმა. შეგახსენებთ, გორის "დილას" ყოფილი განაპირა მცველი "მგლებში" 2020 წლიდან თამაშობდა.

კარინტიაში რჩება სხვა ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ავსტრიაში აგრეთვე გასულ წელს გადავიდა. აქვე დავამატებთ, "ჯვაროსნების" დახმარებით, რომან შტარის გუნდი გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა.