ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ყაზანის "რუბინი" ტულის "არსენალს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და ულამაზესი გოლიც გაიტანა.
"პირველ ტურში ჩავარდნილი მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ არსენალთან ბრწყინვალედ ითამაშა და მარცხენა ფლანგი აიკლო.
მან მეტოქის კარს ულ 6-ჯერ შეუტია და ერთი გოლი გაიტანა, თან ულამაზესი გოლი", - წერს რუსული გამოცემა