ციფრები: კვარაცხელიას შთამბეჭდავი სტატისტიკა არსენალ ტულასთან მატჩში
ყაზანის "რუბინისა" და ტულის "არსენალის" შეხვედრის მთავარი მშვენება გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი საჯარიმოს გარედან. ქართველმა შემტევმა ითამაშა 69 წუთი, რის შემდეგაც ის შეცვალეს.
რუსული გუნდის ვინგერის მიერ ჩატარებული მატჩი ციფრებში ასეთია - 69 წუთი, ერთი გოლი, 3 დარტყმა კარში, ერთი დარტყმა კარისკენ, ორი ბლოკი, ერთი წარმატებით შესრულებული დრიბლინგი, 35 შეხება ბურთთან, 13 პასი, 86.7%-იანი სიზუსტით, ერთი ჩაწოდება, 9-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 3 მოპოვებული ჯარიმა.
აქვე დავამატებთ, რომ 20-წლის გარემარბმა მიიღო ტრავმა, თუმცა GOAL.GE-სთან საუბარში ფეხბურთელმა აღნიშნა, საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ არის.
"წითელ-მწვანეების" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "რაკოვ ჩესტოშოვა", კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში. შეხვედრა 5 აგვისტოს გაიმართება.