მიზეზი, რის გამოც მილანს ზიეჩი კვარაცხელიაზე იაფი დაუჯდება
"მილანი" ფინანსურად ვერ გაწვდა ხვიჩა კვარაცხელიას, ნიკოლა ვლაშიჩისა და იულიან ბრანდტის ტრანსფერებს. სამივე ფეხბურთელის ღირებულება მერყეობს 20-30 მილიონის ფარგლებში, რაც "როსონერისთვის" მიუღებელია.
ჩაშლილი გარიგებების შემდეგ, "შავ-წითლები" გადაერთვნენ ლონდონის "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველზე, ჰაკიმ ზიეჩზე, რომელიც გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.
ამის გარდა, არც "არისტოკრატები" იკავებენ მაროკოელი ფლეიმეიქერის გასხვისებისგან თავს. Il Milanista-ს თანახმად, შესაძლოა მოხდეს "ლურჯების" გამთამაშებლის იჯარით აყვანა, რაც ზუსტად აწყობთ "ეშმაკებს".
როგორც ცნობილია, "მილანი" ეძებს ფეხბურთელს 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში ან ისეთის, რომლის აყვანა შესაძლებელი იქნება განათხოვრების წესით. სწორედ ამიტომ არ შედგება ქართველი ვინგერის ტრანსფერი "როსონერიში".